ავიაკატასროფა: დაღესტანში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც მშენებლობაზე მუშები გადაჰყავდა - არის მსხვერპლი

დაღესტანი


დაღესტანში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს მშენებელი მუშები გადაჰყავდა, რომლებიც იზბერბაშში სახლების ასაშენებლად მიემგზავრებოდნენ. ყველა მათგანი ადგილობრივი მცხოვრები იყო. SHOT-მა ინფორმაცია გაავრცელა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი ტურისტული იყო, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დადასტურდა.სამი დაშავებულიდან ერთ-ერთი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ორი ადამიანი რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.დაღესტანში, სოფელ აჩი-სუსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი ოთხია. ბორტზე შვიდი მგზავრი იმყოფებოდა, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით. ჩამოვარდნის ძირითადი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. Ka-226 ვერტმფრენი სს „კონცერნ კიზლიარის ელექტრომექანიკური ქარხნის“ კუთვნილი იყო.