აშშ უკრაინისთვის დამატებით მილიარდი დოლარს გამოყოფს

ბაიდენი

"აშშ გამოუყოფს უკრაინას კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარებას" - აშშ-ს პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებას თეთრი სახლის გვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ქვეყნების მეთაურებმა რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს.

"მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა განგვეხილა რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. დავადასტურე ჩემი მზადყოფნა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იდგება მისი დემოკრატიის დაცვაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინაშე.

მე ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ აშშ გამოუყოფს უკრაინას კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარებას, დამატებითი არტილერიისა და სანაპირო თავდაცვის იარაღის, ასევე არტილერიისთვის აღჭურვილობისა და მოწინავე სარაკეტო სისტემების ჩათვლით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში მათი თავდაცვითი ოპერაციის მხარდასაჭერად," – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.