„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიიღებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლიდერები უკრაინაში ომთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ასევე, განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ NATO-ს ტრანსატლანტიკური მოკავშირეები და ისაუბრებენ NATO-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელ ღონისძიებებზე.
იენს სტოლტენბერგი ასევე შეხვდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეკ სალივანს. მანამდე სტოლტენბერგი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.