აშშ-ში მძარცველი დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა, რადგან გასაღები დარჩა

მძარცველი

 კალიფორნიის შტატში დონატების მაღაზიის მძარცველი დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა, რადგან მიხვდა, რომ იქ თავისი გასაღები დარჩა. ინციდენტი  2022 წელს Johnny Doughnuts-ის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა და მძარცველმა ფული მოიპარა.

ადგილობრივმა პოლიციამ სოციალურ ქსელში დონატების მაღაზიის ვიდეოკამერის ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც მძარცველი ჩანს. ის ოფისში რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობს და სხვადასხვა ნივთს ამოწმებს. მძარცველის ამოცნობის შემთხვევაში, პოლიციამ ვიდეოს მაყურებლებს დახმარებაც სთხოვა.

 

 

 „გამოძიების მიზანია, დაადგინოს, თუ რატომ შეარჩია მძარცველმა ეს კონკრეტული ბიზნესი", - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა. რაც შეეხება მაღაზიის მეპატრონეს, მისი თქმით, მოხარულია, რომ არც ერთი თანამშრომლის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია.