აშშ-ში კაცმა საავადმყოფოში დიალიზზე მყოფი ცოლი მოკლა

მკვლელი

აშშ-ში მამაკაცმა დიალიზზე მყოფი ცოლი მოკლა. შემთხვევა ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა, როდესაც ბრალდებულის ცოლი დიალიზის პროცედურას იტარებდა.

რონი უიგსმა, სავარაუდოდ, აღიარა, რომ მანამდე ორჯერ სცადა ცოლის მოკვლა საავადმყოფოში და სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. 

როგორც უცხოური მედია წერს, კაცმა ცოლის დახრჩობა მაშინ დაიწყო, როდესაც ის საავადმყოფოში საწოლზე იწვა. როდესაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, ქალი არ რეაგირებდა, არც პულსი ესინჯებოდა, თუმცა ჯერ კიდევ შეერთებული იყო აპარატზე.

საავადმყოფოს თანამშრომლებმა პოლიციას უთხრეს, რომ მათ სავარაუდოდ გაიგეს კაცის ნათქვამი: „მე ეს გავაკეთე. მე მოვკალი იგი. მე ვახრჩობდი მას“.

დაკითხვის დროს უიგსმა პოლიციასაც უთხრა, რომ მან ცოლი დაახრჩო. 

მისი თქმით, ცოლი იმიტომ მოკლა, რომ მასზე ზრუნვა ან სამედიცინო გადასახადების გადახდა არ შეეძლო.