აშშ-ში გარდაიცვალა ხუთი წლის ბიჭი, რომელმაც 40° სიცხეში 7 საათი მანქანაში გაატარა - ბრალი დედას ედება

მანქანა

აშშ-ში გარდაიცვალა ხუთი წლის ბიჭი, რომელმაც 40° სიცხეში 7 საათი მანქანაში გაატარა. სავარაუდოდ, ის მანქანაში დატოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ბავშვი მანქანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

როდესაც ის მანქანიდან წაიყვანეს, დაახლოებით საღამოს 5 საათი იყო.

პერესის აღმზრდელ დედას, ხუანიტა პინონს, ბრალად უგულებელოფა ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალმა არ დაუდასტურა მათ, ბავშვი მანქანაში განზრახ დატოვა თუ შემთხვევით.

პინონმა მანქანა გააჩერა დილის 10:30 საათზე სადგომზე, სამსახურში წავიდა და ბავშვი მანქანაში დატოვა.

ქალის სასამართლო პროცესი 16 აგვისტოსაა ჩანიშნული. მომხდარის შესახებ გაიგო ბავშვის მამამაც, რომელიც ადრე ბავშვზე მეურვეობას ითხოვდა.