აშშ შეშფოთებულია სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებით, არ მოგვწონს მსგავსი არასტაბილურობის დანახვა რომელიმე ქვეყნის მმართველობაში - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ შეშფოთებულია სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოხატა.

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, გამოვთქვით შეშფოთება, არ მოგვწონს მსგავსი არასტაბილურობის დანახვა რომელიმე ქვეყნის მმართველობაში, განსაკუთრებით, რომელიც ახლო მოკავშირეა“, – განუცხადა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ში ვიზიტისას სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს შეხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებზე სასაუბროდ გაიმართა.