“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკურ დევნაზე და საკუთრების უფლებაზე, აქ გვყავს ძალიან საინტერესო მოწმე, ეს არის ქალბატონი მარიამ რატიანი,- განაცხადა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის დღევანდელი დღის გეგმაზე საუბრისას.
„როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკურ დევნაზე და საკუთრების უფლებაზე, აქ გვყავს ძალიან საინტერესო მოწმე, ეს არის ქალბატონი მარიამ რატიანი. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი მფლობელი მაღაზიების ქსელის. ქალბატონის მეუღლე დააპატიმრეს, ბიზნესი წაართვეს, საოცრებები მოხდა და ამაზე, სავარაუდოდ მოგვცემს საინტერესო ახსნა-განმარტებას. აგვისტოს ომის თემასთან დაკავშირებით, რომელიც საინტერესო იქნება ჩემი აზრით, გახლავთ ბატონი გონერი კაპანაძე, ერედვის თემის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალო მოწმეა იმის, თუ რა ხდებოდა ოკუპირებულ სოფლებში. ემზარ კვიციანი იქნება ჩვენი მოწმე, რომელიც ილაპარაკებს რა ხდებოდა კოდორის ხეობაში, რატომ მოაწერა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი რეზოლუციას, რატომ დააბრალეს ქართულ ჯარს ომის დანაშაული, ამაზე ვიბარებთ ხელმომწერი ხუთი პარლამენტარიდან ორს - გიორგი კანდელაკს, რომელიც იყო ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელი და ბატონი გიორგი თარგამაძე, რომელიც იყო ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას“, - აღნიშნა სუბარმა.
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან განაახლებს.