1734966700
აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსი
ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსი.
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ხდება კანონების თვითნებური აღსრულება და არსებობს დაკავებების რისკი, ასევე საკმაოდ მაღალია საზღვრის დახურვის ალბათობა.
"უკრაინის წინააღმდეგ ომის ხელშეწყობის გამო ბელორუსში არასტაბილური ვითარებაა, არ გაემგზავროთ ბელორუსში", - წერია განცხადებაში.