„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის სრული შეწყვეტა რამდენიმე კვირაში სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, რამდენიმე კვირაში ცეცხლის სრული შეწყვეტის სურვილის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა პარიზში ევროპელებთან შეხვედრაზე მიუთითეს.
Bloomberg-ის მიხედვით, დისკუსიები, რომელიც მოიცავდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოვს შორის შეხვედრას, ძირითადად ფოკუსირებული იყო იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა რაც შეიძლება მალე.
შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინელი ოფიციალური პირები.
Bloomberg-ის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებს უთხრეს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარ მიზანს ომის სწრაფად დასრულების კუთხით. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები და მომლაპარაკებლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მომავალ კვირას კვლავ შეიკრიბებიან ლონდონში, რათა გააგრძელონ დისკუსიები.