2026 წლის ჩინური ზოდიაქო - ვინ იქნება წარმატებული და ვის ელის ცხოვრებაში დაბრკოლებები
1767887572
ამერიკამ ვენესუელასთან და რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერი დააკავა. ოპერაციას აშშ-ის სამხედროების მხარდაჭერით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ამჟამად გემზე აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებიან.
აშშ-ის მიერ ნავთობტანკერ „მარინერას“ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად მოქმედებდა.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ გემი, რომელიც თავდაპირველად „ბელა 1“-ის სახელით იყო ცნობილი, რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს, პატივი სცენ მისი ნავიგაციის თავისუფლების უფლებას.