Sky News: შეტაკებები მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მინეაპოლისში - გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ზოგიერთი მომიტინგეს წინააღმდეგ „ქიმიური სპრეი“ გამოიყენა

დარბევა

მინეაპოლისში, საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News ავრცელებს.

აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ უიპლის ფედერალურ შენობასთან, სადაც მობილიზებული იყო არალეტალური იარაღით აღჭურვილი პოლიციის ძალები.

გამოცემა The Star Tribune იტყობინება, რომ პოლიციამ ზოგიერთი მომიტინგეს წინააღმდეგ ქიმიური სპრეი გამოიყენა.

ტელეკომპანია CNN-იც ადასტურებს, რომ სამართალდამცველებმა აქციაზე „გაზისებრი ნივთიერება“ გამოიყენეს.

პროტესტი მოჰყვა ოთხშაბათს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს, როდესაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა 37 წლის ქალი, რენე ნიკოლ გუდი სასიკვდილოდ დაჭრა.