„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა განიხილა, როგორი იქნება პასუხი, თუ აშშ გრენლანდიის დაკავებას შეეცდება.
მისივე თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის გზავნილები უკიდურესად შემაშფოთებელია.
„გზავნილი, რომელიც გრენლანდიაზე გვესმის, უკიდურესად შემაშფოთებელია. დანია აშშ-ისთვის კარგი მოკავშირე იყო. ეს განცხადებები არ უწყობს ხელს მსოფლიოს სტაბილურობას. ვიტყოდი, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა მკაფიოა, ჩვენ ის უნდა დავიცვათ. ცხადია, მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობა არის ის, რაც პატარა ქვეყნებს იცავს. სწორედ ამიტომ არის ყველას ინტერესებში – და დღესაც ეს საკითხი განვიხილეთ – რომ დავიცვათ საერთაშორისო კანონმდებლობა ყველა დონეზე“, – განაცხადა კალასმა.