აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს

ბაიდენი

 აშშ-მა ხელში ჩაიგდო უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ", - ონლაინ საინფორმაციო პორტალი "Just The News" ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელ "Truth Social"-ზე აზიარებს.

გამოცემა წერს, რომ მოიპოვა დეკლასიფიცირებული სადაზვერვა ონგარიში, რომლის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა უკრაინის მთავრობის კომუნიკაციები, რომლებშიც განიხილებოდა გეგმა, როგორ გადაენაწილებინათ ომისგან განადგურებულ ქვეყანაში სუფთა ენერგიისთვის განკუთვნილი ასობით მილიონი ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული და გადაეტანათ აშშ-ში იმისთვის, რომ გაემდიდრებინათ მაშინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 2024 წლის საარჩევნო კამპანია და დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი.

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა ცოტა ხნის წინ შეიტყო ჩანაწერების შესახებ და სთხოვა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, გაეცნონ ჩანაწერებს, რათა დაადგინონ, რეალურად განხორციელდა თუ არა შეთქმულება და უნდა მოხდეს თუ არა სისხლის სამართლის საქმის FBI-ში გადაგზავნა.

როგორც Just The News წერს, გაბარდის გუნდმა ვერ იპოვა არსებითი მტკიცებულებები, რომ გადაცემული საჩივრები საფუძვლიანად გამოიძიეს ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, ხოლო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კომუნიკაციები არ არის დაკავშირებული რუსეთის დეზინფორმაციის მცდელობებთან. გამოცემის ცნობითვე, გასაიდუმლოებული ანგარიში წარმოადგენს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების მიერ 2022 წლის ბოლოს სავარაუდო შეთქმულების შესახებ მოპოვებული დაუმუშავებელი ჩანაწერების შეჯამებას; ამასთან, იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ფაილებს გაეცნენ, განაცხადეს, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობდა საკმარისი ინტერესი, გამოეძიებინათ ასეთი ასენსაციური ბრალდება აშშ-ის არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ.