ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მიიღეს ე.წ. ირინას კანონი, რომელსაც სახელი უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკაიას პატივსაცემად დაერქვა, რომელიც მეტროში ფსიქიკური აშლილობის მქონე არაერთგზის ნასამართლევმა მამაკაცმა მოკლა.
გუბერნატორ ჯოშ სტეინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, ძალადობრივ დანაშაულებში ბრალდებულთა წინასწარი გათავისუფლების პირობებს ამკაცრებს, აუქმებს გირაოს, ადგენს ახალ პროცედურებს სისხლის სამართლის სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების დანიშვნისთვის და ამკაცრებს სიკვდილით დასჯის სააპელაციო საჩივრების შეტანის ვადებს.
კანონს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, დემოკრატები და რესპუბლიკელები ხაზს უსვამენ, რომ ის მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას იმ პირებისგან, რომლებიც "ძალადობის მაღალ რისკს" წარმოადგენენ.
"ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს: ჩრდილოეთ კაროლინა არ დაუშვებს მოძალადე დამნაშავეებმა თავისუფლად შეძლონ ჩვენს ქუჩებში სიარული. "ირინას კანონი" აძლიერებს მოქალაქეების დაცვას და აღადგენს ჩვენი სასამართლოების ანგარიშვალდებულებას, რადგან ჩვენი ოჯახებისა და თემების უსაფრთხოება პირველ ადგილზეა", - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა, კოლუმბუსელმა რესპუბლიკელმა ბრენდენ ჯონსმა.