,,ილოცეთ ჩვენთვის” - დუეტი ,,ლეონი” მიმართვას ავრცელებს
1780044073
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოებები რჩება, თუმცა ისინი შეთანხმების მიღწევასთან „ძალიან ახლოს“ არიან.
მისი თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში კვლავ რჩება ცალკეული „სადავო საკითხები“, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება, თუმცა მხარეები მნიშვნელოვნად წინ წავიდნენ.
ვენსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ირანის ბირთვული პოტენციალი.
„არსებობს ბირთვულ თემატიკასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი: მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები და თავად გამდიდრების პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის მიგვაჩნია, რომ ისინი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად აწარმოებენ და ჩვენ გარკვეულ პროგრესს ვაღწევთ“, - განაცხადა მან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებებზე შემდგომ წინსვლას იმედოვნებს. მან ასევე დაუშვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, საბოლოოდ მოიწონოს შეთანხმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ირანიდან გამდიდრებული ურანის მარაგების შესაძლო გატანის შესახებ დასმულ კითხვაზე ვენსს პირდაპირი პასუხი არ გაუცია და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ბევრი დეტალია მოსაგვარებელი, რასაც დრო დასჭირდება.
„ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც შევძლებთ ამ პრობლემების განსახილველად გამოტანას და გადაწყვეტილებების პოვნას, თუმცა ამისთვის კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევაა საჭირო. ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ამას შევძლებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - დასძინა მან.