1753301989
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ბაიდენის ადმინისტრაცია და „დემოკრატიული“ პარტია 4 წლის განმავლობაში მალავდნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ქმედუუნარობას

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და „დემოკრატიული“ პარტია 4 წლის განმავლობაში მალავდნენ ბაიდენის ქმედუუნარობას.
ჯონსონმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა ადამიანს, რომლის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები სწრაფად უარესდებოდა.
ჯონსონი „დემოკრატებს“ ამერიკის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო და სახიფათო პოლიტიკური ფარსის ორკესტრირებაში ადანაშაულებს.
„გამჭვირვალობის შესახებ ლექციას არ მოვისმენთ პარტიისგან, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში და ზოგადად პლანეტის ნებისმიერი მთავრობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და სახიფათო პოლიტიკური ფარსი მოაწყო. ბაიდენის გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობის აშკარა გაუარესების დამალვით. ისინი ამერიკელ ხალხს წლების განმავლობაში ატყუებდნენ. „დემოკრატები“ და კონგრესი ოთხი წელი მალავდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობები სწრაფად უარესდებოდა, მას არ შეეძლო ქვეყნის სამსახურში ყოფნა. საუბარია კაცზე, რომელსაც დედამიწაზე ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე თანამდებობა ეკავა“, - თქვა ჯონსონმა.