აშშ-ის თავდაცვის მდივანი: დრო, როდესაც შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი იყო, წარსულს ჩაბარდა

 პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ ვეღარ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი.

„დრო, როდესაც შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი იყო, წარსულს ჩაბარდა“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

„ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ევროპა სამხედრო თვალსაზრისით უნდა გააქტიურდეს“, - აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ნატოს ევროპელი მოკავშირეებისგან მოითხოვს სამხედრო ხარჯების გაზრდას მშპ-ის 5%-მდე.