საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
აშშ-ის საჰაერო ძალების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბურია 2003 წლის ერაყში ომის დაწყების შემდეგ, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, აშშ მზადაა ირანის წინააღმდეგ ზომები მიიღოს, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, გასცემს თუ არა დარტყმებს ბრძანებას.
აშშ-მა რეგიონში ათობით თვითმფრინავი და რამდენიმე ავიამზიდი გაგზავნა. გამანადგურებლებს შორისაა F-16, F-22 და F-35.
ამერიკის სამხედრო ძალების გაძლიერება გაცილებით ხანგრძლივი კამპანიის საშუალებას იძლევა, ვიდრე აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასული წლის ივნისში ისრაელ-ირანის ომის დროს განხორციელებული დარტყმა, რომელიც B-2 ბომბდამშენებით განხორციელდა.