საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს, კრეიგ და ლინდსი ფორმანებს, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ფორმანებს ჯაშუშობაში ბრალდება მას შემდეგ წაუყენეს, რაც თეირანმა ისინი ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ინფორმაციის შეგროვებაში დაადანაშაულა.
მედიის ცნობით, კრეიგ და ლინდსი ფორმანები გასული წლის სამ იანვარს დააკავეს, როდესაც მოტოციკლეტებით ირანში მოგზაურობდნენ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გააგრძელებს მათი გათავისუფლებისთვის ზეწოლას.
„დაუღალავად გავაგრძელებთ ამ საქმის განხილვას ირანის მთავრობასთან, ვიდრე კრეიგ და ლინდსი ფორმანები უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან დიდ ბრიტანეთსა და თავიანთ ოჯახებში“, – განაცხადა კუპერმა.
დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ფორმანები ბრალდებებს უარყოფენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.