მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, ჟენევაში გამართული სამმხრივი შეხვედრის დროს რუსეთმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მხოლოდ ტერიტორიული დათმობებით არ დაკმაყოფილდება.
მათივე თქმით, კრემლმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი თავდაპირველი ომის მიზანი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ნატო-ს დაშლასაც მოიცავს.
„ეს ულტიმატუმები ნატო-ს განადგურების ტოლფასია, რადგან მოითხოვენ, ალიანსმა შეწყვიტოს ჯარების ან სისტემების განლაგება წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც ნატო-ში 1997 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ. ეს ულტიმატუმები ასევე მიზნად ისახავს დასავლეთის იძულებას, უარი თქვას „ღია კარის“ პოლიტიკაზე, გამორიცხოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება და უარი თქვას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის უკრაინაში პარტნიორობაზე“, – აღნიშნავენ ISW-ის ანალიტიკოსები.
ექსპერტების თქმით, უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების დროს რუსეთის ამ პოზიციის გამეორება იმის სიგნალია, რომ კრემლი არ დაკმაყოფილდება შეთანხმებით, რომელიც არ მოიცავს უკრაინის, ნატო-სა და შეერთებული შტატების მხრიდან დათმობებს, მაშინაც კი, თუ მოსკოვის ზოგიერთი ტერიტორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდება.