აშშ-ის მთავრობა დაეხმარება უცხოეთში მყოფ USAID-ის თანამშრომლებს 30 დღის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებაში - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა დაეხმარება უცხოეთში მყოფ USAID-ის თანამშრომლებს 30 დღის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებაში.

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ „თუ არსებობს განსაკუთრებული პირობები ოჯახთან დაკავშირებით ან გადაადგილების გამო, არის შესაძლებლობა და სივრცე“ თანამშრომლებისთვის დარჩენისთვის.

„ჩვენ არ ვცდილობთ შევაფერხოთ ადამიანების პირადი ცხოვრება, ეს არ არის სადამსჯელო ზომა, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შევძელით USAID-თან თანამშრომლობის მიღწევა. მირჩევნია, არ გაგვეკეთებინა ეს ამ გზით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.