2024 წლის დეკემბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა - საქსტატი

გელა გელაძე გურიაში მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობას გაეცნო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 12.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.72 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.0 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 3.01 და 1.77 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 22.8 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.