პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან, მათ შორის ჯონ მაკკეინი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ იცის ამ ადამიანების გარდაცვალების შესახებ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს სანქციების რეჟიმის შენარჩუნებას.
სანქცირებულ 963 ამერიკელს შორის ხუთი ადამიანის გასწვრივ წერია - „გარდაცვლილია“.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ადამიანების მიმართ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მუდმივად მოქმედებს. კერძოდ, რუსეთში შესვლა ეკრძალებათ: ყოფილ სენატორ ჯონ მაკკეინს, ყოფილ კონგრესმენ ელსი ჰასტინგსს, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის ყოფილ პირველ მოადგილეს მელის დრისკოს, ყოფილ მოსამართლეს სტივენ ო'ნილს, ამერიკელ ყოფილ სამხედროს ჯერემი სევიტსს.
სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა ასევე აკრძალა კიდევ 26 კანადელის ქვეყანაში შესვლა, მათ შორის არის სოფი ტრუდო, კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე.