პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"უკრაინის მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან შეჩერებულია იქამდე, ვიდრე რუსეთი ვითარებას ობიექტურად არ შეხედავს",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„ეს მათ ხელს უშლის ადეკვატურად აღიქვან მოლაპარაკებების პროცესიც. ეს, როგორც ადამიანურ ურთიერთობებშია, თუ მხარეები არ განიცდიან ინტერესს, ვერ ხედავენ განხილვის ურთიერთწერტილებს, მათთვის ურთიერთობა საინტერესო არ იქნება. ზუსტად ასეა მოლაპარაკებების პროცესშიც. არ არის სასაუბრო თემა, არ არსებობს გადამკვეთი წერტილები. ძნელია მოსმენა, როდესაც მუდმივად გეუბნებიან „თქვენ იქ ნაცისტები გყავთ“,- განაცხადა პოდოლიაკმა.