პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1784740251
რუსეთმა მსახიობ მორგან ფრიმენს, უკრაინის მხარდაჭერის გამო, სანქციები დაუწესა, რაც რუსეთის ფედერაციაში შესვლის აკრძალვასაც გულისხმობს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, 2017 წელს მსახიობი რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდა.
„ცნობილმა კინომსახიობმა, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში ჩაწერა ვიდეო მიმართვა, რომელშიც რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს“, - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, რუსეთის სანქციების ქვეშ მოქცეულთა სიაში აშშ-ის 963 მოქალაქეა, მათ შორის, არის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1784740251
სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
ბათუმში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
1784739560