21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, აშშ განაგრძობს ამ მიმართულებით საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით, მათ შორის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით და ამერიკული ბიზნესებისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაცნობით.
„ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს TRIPP-ისინიციატივა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის მედიაციით არის შემუშავებული“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.