გარდაცვლილია ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი - რა ინფორმაცია ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან
1780736305
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ახალი მოდელირების შეფასებით, სასწრაფო ზომების გარეშე, მაღალია ალბათობა იმისა, რომ აფრიკაში ებოლას აფეთქების შემთხვევების რაოდენობამ სამ თვეში 20 000-ს გადააჭარბოს, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ 4000-ს.
მედიის ცნობით, მოდელის თანახმად, ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები კონცენტრირებული იქნება მიმდინარე აფეთქების რეგიონში.
სააგენტომ დაავადების გავრცელების სხვადასხვა სცენარის მოდელირება იმის მიხედვით მოახდინა, თუ რამდენად ეფექტურად იქნა განხორციელებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, მათ შორის, პაციენტების იზოლირება შემდგომი გადაცემის თავიდან ასაცილებლად.
"თუ დაავადების გავრცელების შესამცირებლად სწრაფად არ განხორციელდება ფართომასშტაბიანი და მდგრადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, ეს აფეთქება შესაძლოა ისეთივე მასშტაბური გახდეს, როგორც 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას აფეთქება, რამაც 28 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 11 000-ზე მეტი სიკვდილი გამოიწვია," - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ანგარიშში.