აშშ ბირთვულ სტრატეგიას ცვლის

აშშ ბირთვულ სტრატეგიას ცვლის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ბირთვულ სტრატეგიას ცვლის. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის რიჩარდ ჯონსონის განცხადებით, ამერიკას მსოფლიოში არაერთი ბირთვული კონკურენტი ჰყავს, რომლებიც საკუთარ ბირთვულ პოტენციალს ზრდიან და ახდენენ შეიარაღების მოდერნიზებას.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ამერიკამ რუსეთისა და ჩინეთის გამოწვევებს უნდა უპასუხოს და ბირთვული შეკავების პოტენციალი გააძლიეროს.