ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ, ლეტალური დახმარების აღმოჩენით, არ „აძლევს საშუალებას“ ან „არ ახალისებს“ უკრაინას მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას.
„ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად, რათა შეებრძოლოს რუს აგრესორებს, რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.
მისი თქმით, აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს.
”ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არის თავდაცვითი საშუალებები”, - აღნიშნა პრაისმა.
მანამდე, CNN-თან ინტერვიუში, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის ბაზებზე ბოლო დროს დრონებით განხორციელებული თავდასხმის უკან რუსები დგანან.
„უკრაინელები ძალიან ინოვაციურები არიან. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარი ტექნოლოგიებით და საკუთარი აღჭურვილობით“, - აღნიშნა ნულანდმა.
მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა, რომ უკრაინას არ მიეწოდოს თავდასხმითი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, არ შეცვლილა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233