არგენტინაში თუთიყუშების შემოსევაა

არგენტინაში თუთიყუშების შემოსევაა

არგენტინაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროს აღმოსავლეთით, ქალაქ ილარიო ასკასუბს თუთიყუშების შემოსევაა . ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თუთიყუშები აზიანებენ ელექტრო კაბელებს, მუდმივი ხმაურის გამო მოსახლეობას ძილისა და დასვენების საშუალებას არ აძლევენ და ქალაქს ფეკალიებით აბინძურებენ.

ბიოლოგის, დაიანა ლერას განმარტებით, ამის მიზეზი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ტყეების მასიური გაჩეხვაა, თუთიყუშები იძულებული არიან თავშესაფრის, საკვებისა და წყლის საძებნელად ქალაქში გადაფრინდნენ.