როგორია 20 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ბათუმში, კორპუსიდან ჩამოვარდნილი ნივთი დაეცა

ბათუმი

ბათუმში მშენებარე კორპუსთან დაშავებულ 20 წლის ბიჭს თავის არეში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 

როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, 20 წლის ბიჭი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„დაზიანების კერა ძირითადად თავი იყო და გაუკეთდა ოპერაცია და მას შემდეგ არის აპარატზე მიერთებული. რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობა. აპარატები უნარჩუნებს სასიცოცხლო მონაცემებს. ახალგაზრდაა ორგანიზმი და იბრძვის“,- ამბობენ ჰოსპიტალში.

შეგახსენებთ, 20 წლის ბიჭს 12 ივნისს, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ნივთი დაეცა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.