VIDEO: „ეს ბათუმის ციხის ისტორიაა...“- რა წერილები მიიღო გიორგი ნაზღაიძემ საპატიმროდან

გიორგი

რამდენიმე დღის წინ, გიორგი ნაზღაიძემ „პრაიმ ჰაუსის“ ლაივ შოუზე თქვა, რომ ბათუმის ციხიდან წერილები მიიღო, რომელსაც პასუხს აუცილებლად გასცემდა. 

„ციხიდან მომივიდა წერილები, საპატიმროდან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანებს. სამივეს გავეცი პასუხი. ყველა პატიმარს ძალიან დიდი მადლობა. ასე გვერდში დგომისთვის. ერთი წერილი განსაკუთრებით ახლოსაა ჩემთან იმიტომ, რომ ადამიანი მწერს, ჩვენ ერთმანეთი 2011 წელს გავიცანითო, როცა ჩვენთან იჯექი საკანშიო. ეს ბათუმის ციხის ისტორიაა. ძალიან იმოქმედა ამ წერილებმა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან იქ, რამდენი სირთულე აქვთ და იცლიან, გწერენ წერილს. ეს ძალიან მაგარი რამ არის. მეორე ის, რომ შენში კარგი დაინახეს. 2011 წლიდან ეს ადამიანი ისევ პატიმარია და ამან ძალიან იმოქმედა. გისურვებთ, რომ მალე ყოფილიყავით თავისუფლებაზე,“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე. 

ვიდეოს ბმული შეგიძლიათ ნახოთ აქ.