„არაბული ლიგის” გენერალური მდივანი - ასწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ, ჩვენ, არაბები, ახლა არ ვაპირებთ კაპიტულაციას, რადგან ჩვენ არ განგვიცდია პოლიტიკური, სამხედრო ან კულტურული დამარცხება

აჰმედ აბულ ღეიტი

ასწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ, ჩვენ, არაბები, ახლა არ ვაპირებთ კაპიტულაციას, რადგან ჩვენ არ განგვიცდია პოლიტიკური, სამხედრო ან კულტურული დამარცხება, – ასე გამოეხმაურა „არაბული ლიგის” გენერალური მდივანი, აჰმედ აბულ ღეიტი აშშ-ის პრეზიდენტის გეგმას ღაზის სექტორიდან პალესტინელების გასახლების შესახებ.

„არაბული ლიგის” გენერალურმა მდივანმა აშშ-ის პრეზიდენტის გეგმას მიუღებელი უწოდა.

„დღეს ყურადღება გამახვილებულია ღაზაზე და ხვალ ის დასავლეთ ნაპირზე გადავა მისი ისტორიული მოსახლეობისგან პალესტინის დაცლის მიზნით. ეს მიუღებელია არაბული სამყაროსთვის, რომელიც ამ იდეისთვის 100 წლის განმავლობაში იბრძოდა”, – განაცხადა აჰმედ აბულ ღეიტმა.