1771531835
„აქსიოსი“ - 2025 წელს აშშ-ის დახმარება უკრაინის მიმართ ფაქტობრივად შეჩერდა, შეერთებული შტატები ევროპამ ჩაანაცვლა
2025 წელს აშშ-ის დახმარება უკრაინის მიმართ ფაქტობრივად შეჩერდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, ევროპამ ჩაანაცვლა შეერთებული შტატები დახამრების კუთხით.
უკრაინის მხარდაჭერის კილის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ევროპის მთავრობებმა და ინსტიტუტებმა უპასუხეს ტრამპის მოწოდებას და სამხედრო დახმარება 67 პროცენტით, ხოლო ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა 59 პროცნტით გაზარდეს.
„აქსიოსის“ თანახმად, ტრამპი აიძულებს ნატო-ს მოკავშირეებს, შეიძინონ ამერიკული იარაღი და თავად დააფინანსონ უკრაინის თავდაცვა.










