„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1771522929
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზებით იმართება ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართლის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და საპროცესო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ევროკავშირის სამართალში. გუნდების მიერ წერილობითი პოზიციების წარმოდგენის შემდეგ შეირჩევა რვა საუკეთესო გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს იმიტირებული პროცესის ზეპირ ეტაპზე. ზეპირი ეტაპი გაიმართება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
იმიტირებული პროცესის ზეპირი ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2026 წლის 28 თებერვლისა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://tcj.gov.ge/news/evrokavshiris-samarTlis-imitirebuli-sasamarTlo-procesi-2026