AP: ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს

ტრამპის ადმინსტრაცია

 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება სასწავლებლის მიერ განათლების დეპარტამენტის მოთხოვნაზე უარის შემდეგ გამოცხადდა. უწყება უნივერსიტეტისგან პროფესორ-მასწავლებლების დასაქმებას არა აქტივიზმის, არამედ დამსახურებით ითხოვს.

გარდა ამისა, განათლების დეპარტამენტი მოუწოდებს შეწყვიტოს რასის, კანის ფერის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე ყველა პრეფერენცია და შეამოწმოს საერთაშორისო სტუდენტები, წესების დამრღვევთა შესახებ კი საიმიგრაციო ორგანოებს აცნობოს.