წყალი მთელი დღით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
1773301128
იაპონიის დროში ქვეშ მცურავმა კონტეინერმზიდმა სპარსეთის ყურეში დაზიანება მიიღო. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გემის ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა. გემს ცურვის გაგრძელება შეუძლია. რით მოხდა გემის დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს მოკვლევა.
როგორც Associated Press-ი იტყობინება, შემთხვევა ჰორმუზის სრუტიდან 96 კილომეტრში მოხდა, როცა გემი ღუზას უშვებდა და გაჩერებას აპირებდა.
გემი კომპანია Mitsui-ს ეკუთვნის. Associated Press-ი აღნიშნავს, რომ მანამდე აღნიშნული კომპანიის ნავთობის ტანკერი ომანის სრუტეში დაზიანდა. ტანკერმა ტერიტორია უკვე დატოვა.