„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩიკაგოში ეროვნული გვარდიის 300 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის განკარგულება გასცა. ინფორმაციას Associated Press-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, სამხედროებმა ჩიკაგოში ფედერალური სამსახურების ქონება უნდა დაიცვან. როგორც Associated Press-ი იუწყება, ჩიკაგოში სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი ქალი დაჭრეს. მათ ეს შემთხვევით მოუვიდათ, რადგან სხვა ადამიანს ესროდნენ, რომელიც მანქანით სამართალდამცველებისკენ მიემართებოდა.
თეთრი სახლის სპიკერმა ებიგეილ ჯექსონმა დაადასტურა, რომ ტრამპმა ჩიკაგოში სამხედროები გადაისროლა, რადგან იქ „ძალადობრივი არეულობა და უკანონობა გრძელდება“. ადგილობრივ ხელისუფლებას არეულობის ჩახშობა არ შეუძლია.
„პრეზიდენტი ტრამპი ამერიკულ ქალაქებში მძვინვარე უკანონობაზე თვალებს არ დახუჭავს“, - ციტირებს სააგენტო ჯექსონს.
ილინოისის შტატის „დემოკრატმა“ გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიტცკერმა ინფორმაცია ჯარების გაგზავნის შესახებ დაადასტურა და მას „დადგმული წარმოდგენა“ უწოდა.