1783108592
ანტონიო გუტიერეშმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა - ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხუთშაბათს, ნაშუადღევს გამართული საუბრისას, გენერალურმა მდივანმა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ირანულ მხარეს სამძიმარი გამოუცხადა.











