ანექსირებულ ყირიმში ნავთობბაზაზე ხანძარია

ანექსირებულ ყირიმში ნავთობბაზაზე ხანძარია

ანექსირებულ ყირიმში დრონების იერიშის შემდეგ ნავთობის ბაზა იწვის. ინფორმაციას Telegram-არხი Astra ავრცელებს.

მათი ცნობით, ფეოდოსიის ნავთობის ბაზაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით ინფორმაცია ქალაქის რუსეთის მიერ დანიშნული მთავრობის წევრებმაც დაადასტურეს, თუმცა ხანძრის მიზეზებზე არაფერი უთქვამთ.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამით ყირიმის ცაზე 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.