რატომ ავადდებიან ადამიანები კიბოთი და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში
1722370770
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინელებს უნგრეთთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა ჰქონდეთ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, წინ არის საერთო ენის პოვნის, საერთო პატივისცემის აღდგენისა და საერთო პრაგმატული ინტერესების რეალიზაციის შრომატევადი, პრაგმატული და მშვიდი სამუშაო.
სიბიგას მტკიცებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის უნგრეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციები უქმდება.
„ჩვენი ხალხი იმსახურებს ამ გზას და ჩვენ ვიმუშავებთ კეთილმეზობლური ურთიერთობების აღსადგენად ჩვენი ორი ქვეყნისა და მთლიანად ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრელი ხალხის არჩევანმა აჩვენა სურვილი, ეცხოვრათ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და კეთილდღეობით, ეცხოვრათ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ უნგრეთში, რომელიც გაერთიანებული და თავისუფალი ევროპის ნაწილია და არა მოსკოვის გავლენის ზონა, უკანონობისა და დაშინების სივრცე.
„უნგრელების არჩევანი ასევე აღნიშნავს შანტაჟისა და ანტიუკრაინული პროპაგანდის პოლიტიკის დამარცხებას. ეს სიმპტომურია. უნგრელებმა ნათლად თქვეს: საკმარისია. ამას შედეგები მოჰყვება ევროპაში სხვა პარტიებისა და მოძრაობებისთვის, რომლებიც მსგავს რიტორიკას უწყობენ ხელს“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.