1744370434
ანდრეი შევჩენკო უეფას აღმასკომის წევრად არ აირჩიეს - AP

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, შევჩენკომ 55 ეროვნული ფედერაციებიდან მხოლოდ 15-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მას მინიმუმ 28 ხმა სჭირდებოდა.
სააგენტოს ცნობით, შევჩენკოს ადგილი უეფას აღმასკომში ისრაელის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა, მოშე ზუარესმა დაიკავა. მან 31 ხმა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პარიზში ჩატარებულ უეფას კონგრესზე უკრაინამ უეფას პრეზიდენტს, ალექსანდრე ჩეფერინს თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ხმა არ მისცა.