„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ, - ასე უპასუხა პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა შეკითხვას, როგორია ვაშინგტონის დამოკიდებულება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის პოტენციურ თავდასხმებთან დაკავშირებით.
„თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა.
რაიდერის თქმით, აშშ ორიენტირებულია უკრაინის არმიისთვის საჭირო საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფაზე, რომლებიც მას სჭირდება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად.