ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა ისევ ჩავარდა

ჯი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა, რომელზეც ოპოზიცია იმედებს ამყარებს, ისევ ჩავარდა. ამერიკული გამოცემა „ზე ჰილ“ წერს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია კანონპროექტი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

ეს იყო მეორე შემთხვევა სამი თვის განმავლობაში, როდესაც ტუნმა დაბლოკა მოთხოვნა, რომ ე.წ „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეეტანათ - წერს გამოცემა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებით, რადიკალებს, რომლებიც სამშობლოსთვის ზიანის მიყენებას ცდილობდნენ, ამერიკის სენატის უმრავლესობის ლიდერის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.