რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1764792846
BBC-ის საგამოძიებო ფილმის რესპონდენტთა დიდი ნაწილი უკვე გამოკითხულია, მათ შორის, ჩატარებული კვლევის თანაავტორები. ვერც ერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ გასული წლის დემონსტრაციებზე აქციების დასაშლელად გამოყენებული იყო ქიმიური ნაერთი "კამიტი". მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულები ამბობენ, რომ შესაბამისი დასკვნა თავად ბრიტანული მაუწყებლის ჟურნალისტებმა გამოიტანეს.
BBC-ის მასალაში მოყვანილ ბრალდებებს, უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ მმართველ გუნდში.
"როგორც კი ამ აქტორებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არის დაწყებული, რატომღაც ყველამ უკან დაიხია და რასაც თავდაპირველად აცხადებდნენ, ახლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს საუბრობენ. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელევიზია ამას კადრულობს, ასეთი იაფფასიანი ქმედებები არავის მხრიდან აღარ არის გასაკვირი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.