ტვინის კიბოს 7 ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ - მეცნიერების მოსაზრება
1764791481
ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში "MEGOBARI აქტის" დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო - თვლიან "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის ინტერესებში საქართველოს დაზიანება არ შედის, რასაც ვერ ვიტყვით მის წინამორბედ სტრუქტურაზე.
გამოცემა The Hill-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში "MEGOBARI აქტის" დამატება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის ინიციატივა იყო. ბოლო სამი თვის განმავლობაში სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნიმ "MEGOBARI აქტის" ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დამატების თხოვნა უკვე მეორედ დაბლოკა.
"ე.წ. მეგობარი აქტი სწორედ იმ პერიოდისაა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს განაგებდა წინა ადმინისტრაცია და შემოტევა საქართველოზე მაშინაც ძალიან ინტენსიური იყო. ამოცანა იგივეა, ამ ვითარებაში, დაპირისპირებაში, საქართველოს გამოყენება საზარბაზნე ხორცად. რასაკვირველია, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს და ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს - ამას ემსახურება ეს ე.წ. მეგობარი აქტი. ეს აქტი არის დამაზიანებელი ასევე სენატის თუ კონგრესის ავტორიტეტისთვის", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.