რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1764792846
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი BBC-ს ფილმის მონაწილეების შეცვლილ პოზიციას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, კონკრეტული გამოკითხვის დროს, აღმოჩნდა, რომ თურმე, ისინი „არაფერ შუაში არიან“.
„დიდი ხანია, მათ ხელი აქვთ აღებული საქართველოს რეალური ინტერესების დაცვაზე, მოქმედებენ სხვა ქვეყნის თუ სხვა პოლიტიკური ძალების კარნახით და მათი ინტერესების შესაბამისად. მაგრამ როდესაც მოხდა კონკრეტულად გამოკითხვა და ჩაძიება, აღმოჩნდა, რომ თურმე, მათი თქმით, ისინი არაფერ შუაში არიან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სუსი-ს მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა მკვეთრად შეცვალეს - ე.წ კამიტის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. როგორც ისინი გამოკითხვაზე აცხადებენ, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ნივთიერების გამოყენების საკითხი მათ საერთოდ არ უკვლევიათ. ფილმის მონაწილეები აღარ ახსენებენ აკრძალულ ნივთიერებას და პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ.
ჩახუნაშვილთა ოჯახის სამი წევრი ირწმუნება, რომ ე.წ. კამიტზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და არც BBC-სთან ინტერვიუში უხსენებიათ. საქართველოს იმიჯის შემლახავ ფილმში BBC-ის სწორედ აქტივისტი ჩახუნაშვილების დასკვნას დაეყრდნო. ისინი უარყოფენ კავშირს ბრიტანული მედიის ფილმის შინაარსსა და ფილმში გამოყენებულ დასკვნას შორის.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ საიას წარმომადგენლებიც, რომლებიც ასევე არ ადასტურებენ კავშირს BBC-ის ფილმის შინაარსთან. პოლიტიკოსთა შეფასებით, აქტივისტებმა რიტორიკა მას შემდეგ შეცვალეს, რაც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.