1767614606
ამერიკელმა ქალმა, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, მეორე შვილი გააჩინა
ამერიკელმა ქალმა, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, მეორე შვილი გააჩინა.
უცხოური მედიის ცნობით, ამანდა და მისი ქმარი ამ რეალობას შეგუებულები იყვნენ. თუმცა, მოგვიანებით შეიტყვეს, რომ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, რომელიც Cleveland Clinic-ში ტარდებოდა.
ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ტრანსპლანტაციიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ამანდამ ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) დახმარებით პირველივე ცდაზე შეძლო დაორსულება. 2021 წელს წყვილს გოგონა, გრეისი შეეძინა - ეს იყო მისი პირველი მშობიარობა და ერთ-ერთი წარმატებული შემთხვევა აშშ-ში საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის შემდეგ.
ცოტა ხნის წინ კი მას მეორე შვილი, ვაჟი, სახელად ლეონი შეეძინა.








