ზოდიაქოს 3 ნიშანს 2026 წელს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
1767648281
საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს სურსათზე არსებული ფასები და რა თქმა უნდა, ამ გამოწვევის გადასაჭრელად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, განაცხადა.
მისი თქმით, იმ არარეალურ ფასებს, რომელიც საქართველოში ფიქსირდება მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სათანადო პასუხი სჭირდება და პარლამენტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვისაც.
"როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საპარლამენტო ფორმატში, აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება - შეიქმნება შესაბამისი კომისია იმისათვის, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს. იმ არარეალურ ფასებს, რომელიც გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენს მეზობელ ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ამავე ქვეყნებში, გაცილებით მეტი ხარჯის გაწევა უწევს ბიზნესს, ჩვენს ქვეყანაში მარჟებზე, რომელიც არის სხვა ქვეყნებზე გაცილებით დიდი, ვიდრე სხვა ქვეყნებში - ამას სათანადო პასუხი სჭირდება და თუ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება იქნება, პარლამენტი ამაზეც არ დაიხევს უკან. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად იქნება, რომ ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საჭიროებისკენ არის მიმართული, მყისიერად ვუპასუხოთ." - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.